3 სექტემბერს ათენში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს საბერძნეთის ნაკრებთან გამართავს. ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ მატჩისწინა შეკრებაზე ნაკრებში 21 ფეხბურთელი გამოიძახა.
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი ("ანჟი", რუსეთი), გიორგი ლორია ("დინამო" თბილისი), გრიგოლ ბედიაშვილი ("ოლიმპი");
მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი ("კაისერისპორი", თურქეთი), კახა კალაძე ("მილანი", იტალია), ზურაბ ხიზანიშვილი ("ბლექბერნი", ინგლისი), ლაშა სალუქვაძე ("რუბინი", რუსეთი), მალხაზ ასათიანი ("ლოკომოტივი" მოსკოვი, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე ("დნიპრო", უკრაინა), მათე ღვინიანიძე ("მიუნხენ 1860", გერმანია), დავით კვირკველია ("სიბირი", რუსეთი);
ნახევარმცველები: ლევან კობიაშვილი ("ჰერტა", გერმანია), გიორგი მერებაშვილი ("ვოივოდინა", სერბეთი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი" მოსკოვი, რუსეთი), გოგიტა გოგუა ("სპარტაკი" ნალჩიკი, რუსეთი), ალექსანდრე კოშკაძე ("დინამო" თბილისი), თორნიკე აფციაური ("ზესტაფონი"), ალექსანდრე იაშვილი ("კარლსრუე", გერმანია);
თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი ("მაკაბი" ჰაიფა, ისრაელი), დავით სირაძე ("სპარტაკი" ნალჩიკი, რუსეთი), ნიკა გელაშვილი ("ზესტაფონი").
შეკრებას საქართველოს ეროვნული ნაკრები 30 აგვისტოს კვიპროსზე, ქალაქ ნიქოზიაში დაიწყებს. 2 სექტემბერს კი ათენში გაემგზავრება.
საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩი 3 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.