ცნობილი ბერძენი თეატრალური რეჟისორი, პედაგოგი და მწერალი სტამატის ეფსტათიუ თბილისშ მასტეკლასს ჩაატარებს.
მასტერკლასები თემაზე „ენერგიის რეინკარნაცია“ ჩატარდება 25-26 ივლისს. ის გაიმართება კოტე მარჯანიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო დრამატუილი თეატრის სცენაზე. დაიწყება 10:00 საათზე და გაგრძელდება 18:00 საათამდე. სამუშაო ენა იქნება ინგლისური (ქართული თარგმანით). ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
ორგანიზატორების განცხადებით, ბერძენი რეჟსორის მასტერკლასი სასარგებლო იქნება თანამედროვე თეატრის მსახიობებისთვის, პერფორმანსისთვის, მოცეკვავეებისთვის, რეჟისორებისთვის, ფსიქოლოგებისთვის და ყველასთვის, ვინც ეძებს ახალ მეთოდებს საკუთარი იდენტობის გამოხატვისთვის.