ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვაჰიდ ერდემმა განაცხადა, რომ სომხეთში ნატოს სამხედრო სწავლების ჩატარების თარიღი დაზუსტებული ჯერაც არაა. ერდემის განცხადებით, ამ დრომდე არც თურქეთ-სომხეთის გახსნის საკითხია გადაწყვეტილი.
"თურქეთ-სომხეთის საზღვრის გახსნის საკითხი უკავშირდება რიგ პირობებს, რომელთა შესრულების გარეშე ამ პროცესის გადაწყვეტა შეუძლებელია. სომხეთში ნატოს სამხედრო სწავლების თარიღი უცნობია", _ განაცხადა ვაჰიდ ერდემმა.
მან აღნიშნა, რომ იმ შეთხვაშიც კი, თუ სამხედრო სწავლების თარიღი დაზუსტდება, თურქეთი სომხეთთან ამ პერიოდისთვის საზღვრის გახსნას არ აპირებს.