შოუ „ამერიკა ეძებს ტალანტებს“ მონაწილე აკრობატი, საჩვენებელი გამოსვლისას სცენაზე ჩამოვარდა. ინცინდენტის ამსახველი ვიდეო გამოქვეყნებულია შოუ გადაცემის Facebook გვერდზე.
აკრობატი რეისი და მერი ნილსენები რთულ ნომერს ასრულებდნენ. რაღაც მომენტში მამაკაცმა ვერ შეძლო პარტნიორის დაჭერა და ხელიდან გაუსხლტდა. ის სცენაზე თავით დაეცა, სადაც ცეცხლი იყო დანთებული.
ამ ფაქტმა შოკში ჩააგდო დარბაზში მსხდომი ჟიური და მაყურებელი, რომელთა შორის მათი ნათესავებიც იყვნენ. აკრობატი გოგონა არ დაშავებულა, მას სურვილი ჰქონდა შოუს გაგრძელების და იგივე ნომრის კიდევ ერთხელ შერსულების. თუმცა, ჟიურის წევრებმა მას ამის ნებართვა არ მისცეს.