ავსტრალიელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ შეძლეს სისხლის ანალიზის დამუშავება, რომელიც ადრეულ ეტაპზე მელანომას დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა. ანალიზი, რომელიც მსოფლიოში პირველია ამ კუთხით, განკუთვნილია კანის სიმსივნის დადგენისთვის იქამდე, ვიდრე დაავადება სასიკვდილო გახდება.
ამ ეტაპზე ექიმები მას კანის გამოკვლევისა და ბიოფსიის გზით ადგენენ, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება.
მკვლევარები ამტკიცებენ, რომ სისხლის ანალიზი უფრო ზუსტ შედეგს იძლევა, ვიდერე ჩვეულებრივ ექიმთან შემოწმება და შეუძლია გადაარჩინოს მრავალი ადამიანის სიცოცხლე.
ტესტი რომელიც ავსტრალიელი მეცნიერის მიერაა შემუშავებული, მელანომას ანტისხეულებით ცნობს, რომელიც ორგანიზმში გამომუშავდება სიმსივნურ უჯრედებთან საბრძოლველად.
ექსპერიმენტის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 200 პაციენტმა (მათი ნახევარი დაავადებულია სიმსივნით), მელანომას ზუსტი დიაგნოსტირება მოხდა 81,5% შემთხვევაში.