"კონსერვატიული პარტიამ" და "კონსერვატორებმა" წერეთლის გამზირზე საკვებ პროდუქტსა და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართეს, რომელშიც გარე მოვაჭრეებიც მონაწილებდნენ.
"გარევაჭრობის აკრძალვიდან დაახლოებით ერთი კვირის თავზე საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასების კატასტროფულად გაიზარდა, რაც პირდაპირ კავშირშია ხელისუფლების კორუფციულ მიზნებთან.
როგორც "კონსერვატიული პარტია", ასევე "ხალხის პარტია" მოითხოვს, პირველ რიგში ხელისუფლებამ დაუშვას გარევაჭრობა და მათ შესაბამისი პირობები შეუქმნას, რათა ნორმალურ გარემოში შეძლონ მუშაობა", - განაცხადა აქციაზე "კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა ანტიმონოპოლიური სახელმწიფო სამსახურის შექმნა მოითხოვეს, რომელიც მოვაჭრეების და მომხმარებლის ინტერესებს დაიცავს და შესაბამისად ფასების ხელოვნური ზრდაც აღარ მოხდება.