ადგილობრივმა არჩევნებმა 30 მაისს აჩვენა, რომ ჩვენმა ხალხმა ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოკოვსში ვიზიტები ცუდად აღიქვა, _ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ რუსულ ინტერნეტგამოცემა "ვრემია ნოვოსტეისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიული ქვეყანაა და ნებისმიერ პოლიტიკოსს შეუძლია კანონის ფარგლებში აკეთოს ყველაფერი, რაც მას მოესურვება
"ჩვენ თავისუფალი დემოკრატიული ქვეყანა ვართ და ნებისმიერ პოლიტიკოსს შეუძლია კანონის ფარგლებში აკეთოს ყველაფერი რაც მას მოესურვება. განაჩენს კი არჩევნებზე ხალხი გამოიტანს. Aადგილობრივმა არჩევნებმა 30 მაისს აჩვენა, რომ ჩვენმა ხალხმა ეს ვიზიტები ცუდად აღიქვა", _ განაცხადა ბაქრაძემ