ჩვენ მზად ვართ რუსეთთან საკითხები გადავწყვიტოთ დიალოგის გზით, მაგრამ ეს ვერ იქნება მოლაპარაკებები სუფთა ფურცლიდან, მაგრამ ეს ვერ იქნება მოლაპარაკებები სუფთა ფურცლიდან, _ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ რუსულ ინტერნეტგამოცემა "ვრემია ნოვოსტეისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ბაქრაძის თქმით, რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებით დაუშვა პოლიტიკური შეცდომა და ეს არის ჩიხი.
"ჩვენ მზად ვართ რუსეთთან საკითხები გადავწყვიტოთ დიალოგის გზით, მაგრამ ეს ვერ იქნება მოლაპარაკებები სუფთა ფურცლიდან. ძნელია ესაუბრო ქვეყანას, რომელსაც ჩვენს ტერიტორიაზე სოხუმსა და ცხინვალში საელჩოები აქვს. ჩვენი თანხმობის გარეშე, ათავსებს შეიარაღებულ ძალებს და აკონტროლებს საქართველოს მეხუთედ ნაწილს. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მოლაპარაკებები ჯარის გაყვანის საკითხის განხილვით და კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივებით. ნებისმიერი მცდელობა ამ თემების გვერდის ავლის, წარმოუდგენელია", _ განაცხადა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთს მხარი არ დაუჭირა არც ერთმა სახელმწიფომ, მოსკოვთან მათი კარგი ურთიერთობის მიუხედავად.
"რუსეთის პოზიციების გავლენის მიუხედავად, მისი პოზიცია მხოლოდ ნიკარაგუამ, ვენესუალამ და ნაურუს რესპუბლიკამ გაიზიარეს. ევროკავშირი, აშშ, ჩინეთი იაპონია _ რუსეთის ყველა ძირითადი პარტნიორი აბსოლუტურად დისტანცირებულია ამ საკითხში", _აღნიშნა ბაქრაძემ.