ჟურნალმა "ფორბსმა" ყველაზე მაღალაზანღაურებადი მწერლების ტოპ-ათეული გამოაქვეყნა. პირველ ადგილზე ამერიკელი რომანისტი ჯემს პატერსონი აღმოჩნდა, რომელსაც ამ დროისთვის 70 მილიონი აშშ დოლარი აქვს. ჟურნალი მიიჩნევს, რომ უახლოეს 2 წელიწადში მისი შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზდრება, რადგან უკვე არსებული კონტრაქტების მიხედვით მან 2010 წლისთვის 17 წიგნი უნდა გამოსცეს, მათ შორის 11 უფროსებისთვის და ექვსი საბავშვო.
მეორე ადგილზე, ვამპირებზე შექმნილი სერიების ავტორი, სტეფანი მაიერია. მას "ფორბსმა" 40 მილიონი აშშ დოლარი დაუთვალა.
შემდეგი ადგილები ათეულში ასეთი სახით განაწილდა:
3. სტივენ კინგი (34 მილიონი)
4. დანიელა სტილი (32 მილიონი)
5. კენ ფოლეტი (20 მილიონი)
6. დინ კუნცი (18 მილიონი)
7. ჯანეტ ივანოვიჩი (17 მილიონი)
8. ჯონ გრიშემი (15 მილიონი)
9. ნიკოლას სპარკსი (14 მილიონი)
10. ჯოან როულინგი (10 მილიონი)