მესმის, რომ მინდელის შახტაში დასაქმებული 1500 ადამიანისთვის შახტის დახურვა გამოსავალი არ არის... მაგრამ სწორედ ამ მაღალი რისკის გამო მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობამ ქვანახშირის მოპოვების დახურვის გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხურლორდავამ მინდელის შახტაში მომხდართან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დარჩენილ ქვეყნებში ქვანახშირის წარმოების დახურვის გრძელვადიანი გეგმები და პროგრამები არსებობს, რომ ასეთი წარმოების მქონე ქვეყნებს წარმოების დახურვით გამოწვეულ სოციალურ პრობლემებთან გამკლავებაში დაეხმაროს. მისივე თქმით, "ჩვენც უნდა შევიმუშაოთ ასეთი პროგრამა და იქ დასაქმებულებს ალტერნატივა შევთავაზოთ".
"როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უბედურება?! თუ ეკონომიკურად მომგებიანია ეს საქმიანობა კეთილი ინებოს დამსაქმებელმა და უზრუნველყოს შრომის უსაფრთხო პირობები. ქვანახშირის წარმოების ძალიან მაღალი რისკის მიუხედავად, შესაძლებელია გარკვეული პრევენციული ზომების მიღება. ამას მოწმობს ის, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ქვანახშირის შახტებში უბედური შემთხვევები პრაქტიკულად არ ყოფილა. მესმის, რომ მინდელის შახტაში დასაქმებული 1500 ადამიანისთვის შახტის დახურვა გამოსავალი არ არის... მაგრამ სწორედ ამ მაღალი რისკის გამო მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობამ ქვანახშირის მოპოვების დახურვის გადაწყვეტილება. დარჩენილ ქვეყნებში ქვანახშირის წარმოების დახურვის გრძელვადიანი გეგმები და პროგრამები არსებობს, რომ ასეთი წარმოების მქონე ქვეყნებს წარმოების დახურვით გამოწვეულ სოციალურ პრობლემებთან გამკლავებაში დაეხმაროს. ჩვენც უნდა შევიმუშაოთ ასეთი პროგრამა და იქ დასაქმებულებს ალტერნატივა შევთავაზოთ", - განაცხადა ხულორდავამ.
ცნობისთვის, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მუშა დაიღუპა და 6 დაშავდა.