"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას ზეგავლენის ქვეშ იყო.
მისი თქმით, "ვერც ერთ ნაბიჯს ვერ დგამდნენ, ვერც საგარეო პოლიტიკის ნაწილში, ვერც საშინაო პოლიტიკის ნაწილში - რას იტყვის ბოკერია?!".
ინაშვილის განცხადებით, "ეს ბოკერიები არიან ამ ქვეყანაში ყველაფერ ეროვნულს და ქართულს რომ უპირისპირდებიან".
"ეს არის ხალხი, რომლებიც საკუთარი ერის ინტერესებს გაყიდის ნებისმიერ მომენტში. ბევრჯერ გაყიდეს. ჩვენი მიწებიც ჩააბარეს. ეს უამრავი ათიათასობით და ასი ათასობით ადამიანი გააუბედურეს, ეკონომიკაც დაანგრიეს და დღეს კიდევ ძალიან დიდ გონორზე არიან. ბოკერიების ზეგავლენის ქვეშ იყო კვირიკაშვილი, პირდაპირ ვამბობ ამას, თუმცა არ მიყვარს წასულ ადამიანებზე, თანამდებობიდან წასულ ადამიანებზე, საუბარი", - განაცხადა ინაშვილმა პარლამენტში.