„ქართული ოცნების“ გუნდში მიმდინარეობს კონსულტაციები საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საზოგადოებაში ასევე ძალიან აქტიურად განიხილებოდა და არის სურვილი, საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაერთოს ბიძინა ივანიშვილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გუნდში ასევე სხვა ძლიერი კანდიდატები არიან, მათ შორის სერგეენკო, სუბარი და ცქიტიშვილი.
„ჩვენს გუნდში ასევე სხვა ძლიერი კანდიდატები არიან. მე დავასახელებდი დავით სერგეენკოს, სოზარ სუბარს, მაია ცქიტიშვილს, რომლებსაც შეუძლიათ საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვა და არჩევნებში გამარჯვება.
უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც კონსულტაციები დასრულდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.