ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს მუზეუმიდან ჰოლანდიელი მხატვრის ვინსენტ ვან გოგის ნახატი "ყაყაჩოები" მოიპარეს, რომელიც 50 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული.
იმის მიუხედავად, რომ ქურდობის ფაქტის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია სურათის პოვნის შესახებ, მოგვიანებით ქვეყნის კულტურის მინისტრმა ფარუკ ჰოსნიმ განაცხადა, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება, და ნახატი ამ დრომდე ნაპოვნი არ არის.
ქურდობა 21 აგვისტოს მოხდა. მუჰამდედ მაჰმუდ ხალილის მუზეუმში სურათის დაკარგვის ფაქტი ადგილობრივი დროით 13:00 შენიშნეს.
ამ დროისთვის დადგენილია, რომ მუზეუმს სურათის დაკარგვამდე 9 ადამიანი სტუმრობდა, მათ შორის ორი იტალიელი, ორი რუსი, ოთხი ესპანელი და ერთი ეგვიპტელი სტუდენტია.
მუზეუმის თანამშრომლებმა როგორც კი შეამჩნიეს ნახატის დაკარგვის ფაქტი, მაშინვე გაჩხრიკეს იმ დროს მუზეუმში მყოფი რუსი და ესპანელი ტურისტები, პოლიციამ კი იტალიელების ძებნა დაიწყო. მოგვიანებით იტალიელები აეროპორტში დააკავეს. ჯერ ჯერობით მათთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.
მუზეუმში სათვალთვალო კამერები15 წლის წინ არის დამონტაჟებული და საკმაოდ მოძველებულია. ჩანაწერების გაშიფრვას არავითარი შედეგი არ მოყოლია. ამ დროსთვის ქყვეყნის ყველა საჰაერო, სამმელეთო და საზღვაო გასასვლელები მკაცრ კონტროლზეა აყვანილი.
ვან გოგის ნახატი "ყაყაჩოები" ანუ "ლარნაკი ყვავილებით" 1978 წელსაც მოიპარეს და მის დასაბრუნებლად 10 წელი გახდა საჭირო.