ქალაქ სენტ ლუისის სასამართლო, მისურის შტატში, განიხილავს 22 ადამიანის პრეტენზიას, მათ შორის 6 საჩივარს - კიბოთი გარდაცვლილი ქალების ნათესავების მხრიდან.
სენტ ლუისის სასამართლომ Johnson & Johnson-ის კორპორაციას დააკისრა 4, 69 მილიარდი დოლარის კომპენსაცია იმ ქალებისთვის, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დაავადდნენ საკვერცხის სიმსივნით, საბავშვო ფხვნილის Baby Powder-ის გამოყენების გამო. წერს ამერიკული გაზეთი St.Louis Post-Dispatch.
სასამართლო პროცესის დროს განიხილებოდა 22 პირის პრეტენზია, მათ შორის 6 საჩივარი კიბოთი გარდაცვლილი ქალების ნათესავების მხრიდან. ყველა მათგანი ამტკიცებს, რომ მათი ონკოლოგიური დაავადება გამოწვეულია აზბესტისგან, რომელიც შედის ფხვნილის შემადგენლობაში.
სასამართლომ დაადგინა, რომ Johnson & Johnson-ის კორპორაციას უნდა გადაეხადა მოსარჩელეებისთვის 550 მილიონი დოლარი მატერიალური და 4 მილიარდ 140 მილიონი დოლარი - მორალური ზიანისთვის.