ინდოეთის სასამართლო თაჯ მაჰალის დახურვით იმუქრება, იმ ბრალდებების ფონზე, რომ ინდოეთის ხელისუფლება უგულებელყოფს 17 საუკუნის ძეგლს.
ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ გააკტირიტიკა ხელისუფლება ძეგლთან დაკავშირებით გამოხატული პასიურობის გამო.
"ჩვენ, ან ვხურავთ თაჯ მაჰალს, ან ვანადგურებთ მას, ან თქვენ მის აღდგენას იწყებთ“ - ციტირებს მოსამართლის სიტყვებს The Sydney Morning Herald-ი.
ცნობისთვის, თაჯ მაჰალი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული. მის სანახავად წელიწადში დაახლოებით 70 ათასი ტურისტი ჩადის.