ხვალ, 23 აგვისტოს, საბოლოოდ გაირკვევა მდინარე ჩაქვისწყალზე ასაშენებელი ჰესით რამდენი კომპანია დაინტერესდება.
შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერზე განთავსებული პოტენციური ალტერნატიული წყაროების ნუსხაში შემავალ, მდინარე ჩაქვისწყალზე ასაშენებელი ხალა ჰესით იტალიური კომპანია - "Camuna Installazioni Spa" უკვე დაინტერესდა. კომპანიამ განაცხადი ენერგიტიკის სამინისტროში უკვე შემიტანა. განაცხადების წარმოდგენის ვადა სამინისტროში 2010 წლის 23 აგვიტოს ამოიწურება.
კომპანია - "Camuna Installazioni Spa" მდინარე აკავრეთაზე, მერისი ჰესის მშენებლობითაც დაინტერესდა. კომპანიამ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადი 21 ივლისს შემოიტანა. მერისი ჰესის მშენებლობით ასევე თურქულ კომპანია - "MAR-SU Electrical Generation Trade and Industry Limited Company" არის დაინტერესებული.