თურქული ბიზნესი აჭარაში ინვესტიციების რაოდენობას გაზრდის. ამ მიზნით, თურქი ბიზნესმენები რეგიონში უკვე იმყოფებოდნენ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ლევან ვარშალომიძესთან შეხვედრები და კონსულტაციები უკვე გამართეს.
თურქ ინვესტორთა დელეგაციას თურქეთის ტურიზმის საინვესტიციო ასოციაციის ხელმძღვანელი მეთაურობდა. შეხვედრაზე ძირითადად ის სექტორები განისაზღვრა, რომლებიც საინვესტიციო თვალსაზრისით ყველაზე პრიორიტეტულია. როგორც შეხვედრის შემდეგ თურქულმა მხარემ განაცხადა, აჭარაში უკვე განხორციელებულ ინვესტიციებს მალე ახალი დაემატება