დღეს, 22 აგვისტოს, ბათუმის ქვიშის მოედანი, სპორტის სახეობა პეტანკაში ბათუმის თასის გათამაშებას უმასპინძლებს, სადაც მონაწილეობას საქართველოს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებთან ერთად, თბილისისა და ბათუმის პეტანკის კლუბები და ასევე სხვადასხვა ფირმებისა და ორგანიზაციების გუნდები მიიღებენ. ტურნირის ორგანიზატორი საქართველოს პეტანკის ფედერაციაა, გენერალური სპონსორი კი "ბილაინი".
პეტანკა, რომელიც ბურთულებით თამაშის სპორტის სახეოაბთა რიცხვს მიეკუთვნება განსაკუთრებული პოპულარობით საფრანგეთში გამოირჩევა, საქართველოში კი სპორტის ეს სახეობა ფრანგულ კლუბებში მოთამაშე საქართველოს ნაკრების მორაგბეების მეშვეობით მოხვდა.
საქართველოს პეტანკის ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი წლების მანძილზე "ბორჯღალოსანთა" კაპიტანი - ილო ზედგინიძეა, პრეზიდენტი - ეროვნული გუნდის ყიფილი წევრი - ლევან ჯავველიძე, ფედერაციის ძირითად ბირთვს კი საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერები შეადგენენ. ბათუმის თასის გათამაშებაში მონაწილეობას მოქმედი და ვეტერანი მორაგბები მიიღებენ, მათ შორის ვასილ აბაშიძე, ნონო ანდღულაძე, ილო მაისურაძე, ირაკლი სულთანიშვილი, ბობა კვინიხიძე.
პირველი ტურნირი ბათუმის ახლდააშენებულ ქვიშის მოედანზე 22 აგვისტოს 18:00 საათზე დაიწყება. საქართველ;ოს ნაკრებებისა და თბილისისა და ბათმის გუნდების გარდა, პეტანკაში ძალებს "ომეგას", "ნაბეღლავის", "ყაზბეგისა" და სხვადასხვა ფირმების გუნდები მოსინჯავენ. ტურნირი "ბილაინისა" და ""იმედი L"-ის მხარდაჭერით ეწყობა.
პეტანკის ფედერაციის პრეზიდენტის - ლევან ჯაველიძის თქმით, ბათუმში გამართულ პირველ ღია ტურნირზე ის ძირითადი ბირთვი უინდა გამოიკვეთოს, რომლის ბაზაზეც შემდეგ საქართვცელოს ნაკრები ჩამოყალიბდება და წელს თურქეთის ქალაქ იზმირში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისათვის მოემზადება.
მასალის გამოყენების პირობები