ვიდეოდაკვირვების კამერამ ამერიკელი მსახიობის, ჯორჯ ქლუნის ავარიის ამსახველი კადრები გადაიღო. მოტოციკლი, რომელსაც მსახიობი მართავდა მერსედესის მარკის ავტომობილს შეეჯახა.
მსახიობი ავტომანქანას თავით დაეჯახა, რის შედეგადაც მენჯის ტრამვებით და ხელისა და მუხლის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. უფრო სერიოზული დაზიანებებისგან ის დამცავმა ჩაფხუტმა იხსნა.
შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც ქლუნი სერიალი "მახე 22"-ის გადაღების ადგილისკენ მიემართებოდა, რომლშიც ის მონაწილეობს როგორც მსახიობი და რეჟისორი.