რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ დაღესტანში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლულია 2010 წლის 29 მარტს მოსკოვის მეტროში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი მაგომედ ალი ვაგაბაევი.
სპეცოპერაცია სოფელ გუნიბში ჩატარდა. წინასწარი მონაცემბით ლიკვიდრებულია 5 ბოევიკი. მათ შორის, ვინმე საადულ მაგომედოვიც.
მოკლულთა შორის არის ხავაიუტის რაიონის ამირი რუსტამ მუნკიევი. უნდა აღინიშნოს, რომ მუნკიევის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია 20 აგვისტოს გავრცელდა.
რუსი სამართალდამცავების განმარტებით, ვაგაბაევზე დევნა ორ წელზე მეტია ხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 29 მარტს მოსკოვი მეტროში მომხდარი ტერაქტის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა და 160 დაიჭრა.