ფინანსთა სამინისტროს ყოფილი შენობის ფასი 1,2 მლნ დოლარით გაიაფდა. ი. აბაშიძის # 70-ში მდებარე შენობა-ნაგებობები ეკონომიკის სამინისტრომ აქუციონზე მესამედ გამოიტანა და ამჯერად ვერა ქობალიას უწყება შენობის გასხვისებას უკვე 4,8 მლნ დოლარად შეეცდება. პირველ აუქციონზე შენობის ფასი 6 მლნ დოლარს შეადგენა მეორეზე კი 5-ს.
აუქციონზე, რომელიც 3 სექტემბისთვისაა დაგეგმილი ი. აბაშიძის№70-ში მდებარე შენობა-ნაგებობებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინიციატივით სპეციალური ბანერი დამონტაჟდა, რომელზეც პრივატიზაციის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული.
ფინანსთა ყოფილი სამინისტროს საპრივატიზებოდ გამზადებული შენობა-ნაგებობების საერთო ფართია 7997.39 კვ.მ-ია.