"ინტერ რაოესის" დირექტორთა საბჭომ თავის მორიგ სხდომაზე კომპანიის თავმჯდომარედ კვლავ რუსეთის ვიცე-პრემიერი იგორ სეჩინი აირჩია. დირექტორთა საბჭომ შესწორებები შეიტანა კომპანიის მმართველ გუნდში და უფლებამოსილება შეუწყვიტა ალექსანდ ნიკიტინს. შეიქმნა დირექტორთა საბჭოს აუდიტის, კადრების, წახალისების, სტრატეგიისა და ინვესტიციის კომიტეტები.
შეგახსენებთ, რომ "ინტერ რაოესი" რუსული კომპანიაა, რომელიც ფლობს რიგ მაგენერირებელ და გამანაწილებელ აქტივებს რუსეთში, სომხეთში, საქართველოში, ყახაზეთში, დნესტრიპირეთსა და ფინეთში. კომპანიის ელექტროენერგიის დადგმული სიმძლავრე 18 ათასი მგვტ/სთ-ი. მისი საწესდებო კაპიტალი 63,897 მილიარდი რუბლია.