საქართველო აზერბაიჯანთან კონფედერაციაზე დათანხმების შემთხვევაში სასიკვდილო განაჩენს მოაწერს ხელს. ამის შესახებ სომეხმა სოცოლოგმა აგარონ ადიბეკიანმა განაცხადა. მისი თქმით, თბილისი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციის გაძლერების წინააღმდეგ გამოდის და ამის საპირწონედ გამოდის წინადადებით, რომელიც ამ ქვეყნისთვის სასიკვდილო განაჩენს წარმოადგენს.
სოციოლოგის განცხადებით, ასეთი კონფედერაციის შექმენის შემთხვევაში საფრთხის ქვეშ დადგება არა მხოლოდ საქართველოს დემოგრაფიული ვითარება, არამედ ქართული ენაც.
"ალბათ ქართულთან ერთად მეორე სახელმწიფო ენა თუქული გახდება", _ განაცხადა აგარონ ადიბეკიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობები პარტნიორული ურთიერთობების ფარგლებს სცილდება და კონფედერაციული ურთიერთობები უნდა ჩამოყალიბდეს.