საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ერთად სამგორის რაიონში მაცხოვრებელი უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების დეკლარაციების ხელახალ შევსებას დაესწრო.
მოქალაქეებთან შეხვედრისას რუსუდან კერვალიშვილმა აღნიშნა, რომ სოციალური პოლიტიკის განხორციელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბენეფიციართა მაქსიმალურად სწორად შერჩევა. სახელმწიფო უფრო მეტად უნდა ეხმარებოდეს იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ, სოციალური დახმარების პაკეტი მიმართული უნდა იყოს ყველაზე გაჭირვებული მოქალაქეებისათვის ღირსეული საარსებო გარემოს შესაქმნელად.