პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ანზორ ბოლქვაძემ და საქართველოს მუნიციპალური ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, დავით სირაძემ შუახევსა და ხულოში ფონდის დაფინანსებით მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს.
ოქტომბრის ბოლომდე შუახევში დასრულდება ფურტიო-სხალთის 4,9 კმ-იანი გზის მშენებლობა, რომელსაც ზემო აჭარის მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სამუშაოების ღირებულებაა 1,4 მლნ. ლარი.
ამავე პერიოდისთვის დამთავრდება დაბა ხულოს ცენტრის კეთილმოწყობა: გზების მოასფალტება, 600 მეტრი სიგრძის საყრდენი კედლისა და სანიაღვრე სისტემების მშენებლობა. ამ პროექტისთვის 1,3 მლნ. ლარი გამოიყო. ხულოსა და შუახევში ფონდის ეგიდით მიმდინარე სამუშაოების 15% ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.