გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და საზოგადოებას ნადირობის წესები გააცნო.
გადამფრენ მფირველებზე ნადირობის სეზონი ოფიცილურად 21 აგვისტოს იწყება. მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გადამფრენი ფრინველის მოპოვებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარის ოდენობით) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სანადირო იარაღის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
"ნადირობის სეზონი ოფიციალურად 21 აგვისტოდან იწყება. ყველას, ვინც დაკავებულია ამ საქმიანობით, მინდა მოვუწოდო განსაკუთრებული პასუხისმგებლობით იმოქმედონ ნადირობისთვის ნებადართულ ტერიტორიებზე და დაიცვან ის მოთხოვნები, რასაც მოქმედი კანონმდებლობა ითვალსიწნებს". - განაცხადა გოგა ხაჩიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოსაკრებელის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი 220 101 222, ანგარიშის ნომერი №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 3033.
წინა წლებისგან განსხვავებით წელს ნადირობის აკრძალვა დაცული ტერიტორიების გარშემო 5კმ-დან ½ კმ-მდე შემცირდა.
ნადირობა აკრძალულია დაცული ტერიტორიების გარშემო 500 მეტრიან ზონაში, ასევე, საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში და ყოფილი ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 15 თებერვალს დასრულდება.