ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები კალათბურთში ბელგიის ნაკრებს შეხვდება.
დღევანდელ მატჩი იასპარეზებს საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია, რომელმაც პოლონეთის ნაკრებთან გასვლითი მატჩი მუხლის ტრამვის გამო გამოტოვა.
დღევანდელ მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა შინ ყველა მატში მოიგო. ასევე გასვლაზე დაამარცხა ბულგარეთის ნაკრები. ორი დამარცხება კი ბელგიელებისა და პოლონელებისგან გასვლით მატჩი იწვნია.
კერძოდ, ქართველმა კალათბურთელებმა პირველ მატში პოლონეთის ნაკრები ანგარიშით 84:65 დაამარცხეს. მეორში კი ქართველი კალათბურთელები ბელგიის ნაკრებთან (64:74) დამარცხდნენ, მესამე მატჩში კი კოკოშკოვის ხელმძღვანელობით გუნდმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 73:57 დაამარცხა. მეოთხე მატჩი ქართველმა კალათბურთელებმა ბულგარელები 83:76 დაამარცხეს. ხოლო პოლონელებთან 68:57 -ით დამარცხდნენ.
დღევანდელ მატჩზე დასასწრები ბილეთები თითქმის გაყიდულია.