საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აუქციონზე 2 ობიექტი გაყიდა, სააიდანაც ბიუჯეტში 9 ათას 600 აშშ დოლარი შევა.
გაყიდული ობიექტებია: ოზურგეთში, აპოლონ წულაძის ქუჩა №7-ში მდებარე ორსართულიანი შენობა და მასზე დამაგრებული მიწის ფართობი (პირობებიანი), რომელშიც მყიდველმა 4 ათას 800 აშშ დოლარი გადაიხადა. საპრივატიზაციო პირობების თანახმად, მყიდველი, ვალდებულია საპრივატიზებო თანხის აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს. იმავდროულად საპრივატიზებო თანხის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულის მიერ დაკავებულ (ან მშენებარე) შენობა-ნაგებობებში ჩაატაროს ან დააფინანსოს 70 000 აშშ დოლარის სამშენებლო-სამონტაჟო ან/და სარემონტო სამუშაოები.
4 ათას 800 აშშ დოლარი გაიყიდა ასევე თბილისში, თრიალეთის ქუჩა 50-ში მდებარე შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი. მყიდველმა ვალდებულება აიღო, რომ საპრივატიზაციო თანხმას აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს. მყიდველი ვალდებულია საპრივატიზებო თანხის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულის მიერ დაკავებულ (ან მშენებარე) შენობა-ნაგებობებში ჩაატაროს ან დააფინანსოს 75 000 აშშ დოლარის სამშენებლო-სამონტაჟო ან/და სარემონტო სამუშაოებიორივე ობიექტის მფლოველი კერძო პირები გახდნენ.