დღეს, 20 აგვისტოს, 14:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი უმაღლესი სასწავლებლების რექტორების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების წინაშე ახალი სსიპ "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის'' შექმნის შესახებ ინფორმაციას გააჟღერებს. ახალი ცენტრის ფუნქციებსა და ძირითად მიმართულებებზე აკრედიტაციისა და ლიცენზირების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი დავით კერესელიძე პრეზენტაციას წარმოადგენს.
შეხვედრას დაესწრება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი.