დღეს, 20 აგვისტოს, 11:00 საათზე, ქ. მარნეულში, ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის ჰოსპიტალური სექტორის გეგმის განვითარების ფარგლებში სადაზღვევო კომპანია "ირაო~ ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრი იწყებს სახელმწიფო პროგრამით დაკისრებული მოვალეობის განხორციელებას.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის #218 დადგენილების თანახმად, საავადმყოფოების მშენებლობა 2011 წლის დეკემბრისთვის დასრულდება.
მშენებლობის დაწყების გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დოლიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე, რაიონისა და სადაზღვევო კომპანია "ირაოს" ხელმძღვანელი პირები.
პროექტი ითვალისწინებს ყველა საავადმყოფოს მრავალპროფილური და თანამედროვე ტექნიკის აღჭურვილობით უზრუნველყოფას. მაღალკვალიფიციური კადრების მოძიებას და ადგილობრივი კადრების დასაქმებას.