დღეს, 20 აგვისტოს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს" ორგანიზებითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ეგიდით, მთავრობის კანცელარიის შენობის წინ სტარტს აიღებს ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ხელოვნების ფესტივალი "მზერა", რომელშიც საქართველოს მასშტაბით 21 ბავშვთა სახლის 80 ბენეფიციარი მიიღებს მონაწილეობას.
მთავრობის კანცელარიიდან ფესტივალის მონაწილენი გაემგზავრებიან საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავის ბანაკში, სადაც 20 დღის განმავლობაში მოემზადებიან გრანდიოზული ტელემარათონისთვის, რომელიც გაიმართება ა/წლის 10 სექტემბერს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე.
ტელემარათონი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-სა და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირი ეთერით გადაიცემა.