საკვანძო ქვესადგურ "ზაჰესი 35-ში" სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 2 აგვისტოს 11 საათიდან 17 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება: ანდრონიკაშვილის, სხვიტორის, ხანძთელის, ზაჰესისა და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს. ელექტროენერგიის მიწოდების დროებითი შეუწყდება ავჭალის შრომა-გასწორებით კოლონიებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.