ლიტერატურულ პრემია „საბას“ ნომინანტ მარიკა მამალაძის მხატვრულ-დოკუმენტური რომანი „ახალი იორკი შორ კონტინენტზე“ გამომცემლობის „წიგნები ბათუმში“ ერთ-ერთი ახალი გამოცემაა, რომელიც მკითხველმა მიმდინარე წლის მაისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე გაიცნო.
ნაწარმოები არა მხოლოდ ქართველი ავტორის მიერ აღქმული თანამედროვე ამერიკის აღწერას მოიცავს, არამედ მკვეთრად გამოხატულ პროამერიკულ და ანტირუსულ ნარატივსაც შეიცავს. წიგნი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ იდეოლოგიურ თანხვედრას და დამოკიდებულებას კაცობრიობის წინაშე არსებულ უმთავრეს გამოწვევათა მიმართ. ეს არის წიგნი, რომელიც ზუსტად ეხმაურება განვითარებული მსოფლიოს მთავარ პოლიტიკურ სათქმელს და კავკასიის რეგიონის ერთგვარ ხმას წარმოადგენს.