5 ივლისს, 14.30 საათზე, ოზურგეთის ფოლკლორის სასახლეში გაიმართება თეატრმცდონის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ლაშა ჩხარტიშვილის წიგნი-ალბომის „ოზურგეთის თეატრი 150“ პრეზენტაცია.
„ოზურგეთის თეატრი 150“ - ეს არის პირველი, ვრცელი, მონოგრაფია ოზურგეთის თეატრზე, რომელიც აქამდე ბევრ უცნობ და გამოუქვეყნებელ ისტორიულ ფაქტებს, საარქივო დოკუმენტურ მასალებს და ფოტოებს ეფუძნება. სარედაქციო ჯგუფმა მოიძია და ამ წიგნში თავი მოიუყარა სხვადასხვა არქივებში, მუზეუმბეში და საცავებში დაცულ ფოტოებს, ისტორიულ წყაროებს და მოგნებებს ოზურგეთის თეატრზე. ამავდროულად, წიგნი ასახავს ოზურგეთის თეატრის დღევანდელობას. მასში ასახულია ოზურგეთის თეატრის ბოლო წლების ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, პრემიერები, გასტროლები უცხოეთში, მონაწიეობა ფესტივალებსა და საერთაშორისო სათეატრო ფორუმებში.
გამოცემის კონცეფციის ავტორი ვასილ ჩიგოგიძეა, წიგნის ავტორი თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი. გამოცემაზე ასევე იმუშავეს ზაზა ჯინჭარაძემ, მარინა ვასაძემ, ზაირა თოთიბაძენ და ლია კილაძემ...
წიგნი-ალბომი „ოზურგეთის თეატრი 150“ გამოსაცემად მოამზადა თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.