ამერიკელმა კინოკრიტიკოსებმა შეადგინეს ფილმების სია, რომლებიც მომავალ წელს შესაძლოა „ოსკარის“ გამარჯვებულები გახდნენ. სიაში შევიდნენ ფილმები, რომლებიც გამოვიდა გაქირავებაში აშშ-ში 2018 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით.
ნომინაციაში „საუკეთესო ფილმი“ სპეციალისტებმა გამოარჩიეს ფილმი „აქ არასდროს ყოფილხარ“. პრეტენდენტებად კი დაასახელეს ფილმები „შავი პანტერა", „პირველი რეფორმატორული ეკლესია“, რომელშიც მღვდელის როლს ეთენ ჰოუკი ასრულებს, საშინელებათა ფილმი „რეინკარნაცია“ და ქავბოური დრამა „მხედაერი“.
ნომინაციაში "საუკეთესო რეჟისორი“ კონოკრიტიკოსებმა აღნიშნეს ხლოე ჯაო („მხედარი), რაიან კურგელი („შავი პანტერა“), არი ასტერი („რეინკარნაცია), ლინ რემსი („აქ არასდროს ყოფილხარ“) და პოლ შრედერი („პირველი რეფორმატორული ეკლესია“).
მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დასახელდნენ მსახიობები ითენ ჰოუკი ფილმში „პირველი რეფორმატორული ეკლესია“, ხოაკინ ფენიქსი - „აქ არასდროს ყოფილხარ“, ბრეიდი ჟანდრო - „მხედარი“, ბენ ფოსტერი - „არ დატოვო კვალი“ და ჯეისონ კლარკი - „ჩაპაკუიდიკი“.
ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დასახელდნენ ტონი კოლეტი - „რეინკარნაცია“, ემილი ბლანტი - „წყნარი ადგილი“, ოლივია კუკი - „წმინდასისხლიანები“, ვერა ფარმიგა - „საზღვრები“ და ლესლი მანი - ფილმში „სექსი არ იქნება“.