საქართველოდან ღვინის ექსპორტი 49 %-მდე გაიზარდა. 2010 წლის შვიდ თვეში საქართველოდან 7 მლნ. 823 ათას 595 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2009 წლის შვიდ თვეში ქვყნიდან საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნებში 5 მლნ. 255 ათას 609 ბოთლი ღვინო იქნა გადაზიდული. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტიორი ქვეყნებიდან ლიდერობას ისევ უკრაინა ინარჩუნებს, სადაც იანვარ-ივლისში 4 მლნ. 16 ათას 341 ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდა. ქართული ღვინის აქტიური მომხმარებელია ასევე ყახაზეთიც, სადაც შვიდ თვეში 1 მლნ. 162 ათას 480 ბოთლი ღვინოა გადაზიდული. ბელორუსიაში კი წელს 623 ათას 699 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო პოლონეთში 402 ათას 124 ბოთლი ღვინოა გადაზიდული.
სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, ქართული კომპანიებიდან ექსპორტზე ყველაზე დიდი რაოდენობით სასმელი "თბილღვინომ" გაიტანა, რომელმაც იანვარ-ივლისში უცხეთში 1 მლნ. 231 ათას 380 ბოთლი ღვინის ექსპორტი განახორციელა. უცხოეთის ბაზარზე აქტიურად იმუშავა და ექსპორტის მიხედვით მეორე ადგილზეა "ტიფლისკი ვინნი პოგრებ", რომელმაც უცხოეთის ბაზრებზე 829 ათას 600 ბოთლი ღვონო გადაზიდა.