დღეს, 19 აგვისტოს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N33, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. სებ-ის ინფორმაციით, ფასიანი ქაღალდები შეიძინა ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.00%-ით, მაქსიმალური 9.50%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.32%-ით განისაზღვრა