დღეს, 19 აგვისტოს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N33, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 180 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა სამ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.50%, მაქსიმალური 6.65%, ხოლო საშუალო შეწონილი 6.52%-ით განისაზღვრა.