30 აგვისტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით, აუქციონი გაიმართება. სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იქნება 2 ობიექტი, მათ შორის ახალციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ნახშირმჟავა აირის (CO2) საბადო (ჭაბ. №99), (ლიცენზიის მოქმედების ვადა 25 წელი) საწყისი ფასით 1 000 000 ლარი; ასევე საგარეჯოში, სოფელ მანავში, მდ. ჩაილურის ქვიშა, ხრეშის გამოვლინება, (ლიცენზიის მოქმედების ვადა 5 წელი) საწყისი ფასით 13 918 ლარი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, აუქციონში მონაწილეობის შესახებ განცხადებები მიმდინარე წლის 26 აგვისტომდე მიიღება.