ქარელის რაიონის სოფ. დირბში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერში ხანძარი გაჩნდა. ხანძარი დილით მონასტრის ერთ-ერთ კელიაში შენიშნეს. ქარელის სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლის ლოკალიზება ოპერატიულად მოახერხეს. ხანძრის შედეგად არავიმ დაზიანებულა.
დაზიანდა კელიის სახურავის ნაწილი, დაიწვა 30კვ.მ ფართობი.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი, ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა.