19 აგვისტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 7 ობიექტის აუქციონის წესით გაყიდვა იგეგმება.
სამინისტროში განმარტავენ, რომ გასაყიდ ობიექტთა ნუსხაშია თბილისში, დაბა კოჯორში, ბეთანიაში მდებარე შენობა-ნაგებობა (რესტორანი "ბეთანია") და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი, რომლის საწყისი ფასით _ 320 000 დოლარია.
იყიდება ასევე თბილისში, ჭავჭავაძის გამზირ №33ა-ში მდებარე შენობა ნაგებობა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი, საწყისი ფასით _ 15 000 აშშ დოლარი.
აუქციონზე გამოტანილი იქნება ასევე თბილისში, დოლიძის ქუჩა #№28-ში მდებარე შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი, საწყისი ფასით _ 10 000 აშშ დოლარი;