დღეს, 19 აგვისტოს, გარემოვაჭრეები პრეზიდენტის სასახლესთან აქციას გამართავენ.
"კონსერვატიული პარტიის" წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაიწყება და მერიასთან დასრულდება.
მისი განცხადებით, გადაიკეტება პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ქუჩები, წამებულის გამზირის ნაწილი, ბარათაშვილის ხიდი, რუსთაველის გამზირი და კოსტავას გამზირი.
აქციისათვის სამზადისი რამდენიმე დღის წინ დაიწყო. შეიქმნა ~გარემოვაჭრეთა პროფესიული ლიგა~ და ~დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა~, სადაც დარეგისტრირება ყველა გარემოვაჭრესა და დევნილს შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ გარემოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვას, დევნილები კი საცხოვრებელი ფართებიდან გამოსახლებას აპროტესტებენ.