ბათუმში მაშველებმა 6 წლის ქეთი პაქსაძე დახრჩობას გადაარჩინეს. თვითმხილველებმა დაინახეს, რომ მოზარდი ზღვაში თანატოლებთან ერთად ჩავიდა. თუმცა, რამდენიმე წუთის შემდეგ წყალში გაუჩინარდა.
სამაშველო ჯგუფი შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა. მათ ბავშვის წყლიდან დროულად ამოყვანა მოახერხეს.
მოზარდი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა კრიტიკული არ არის, თუმცა, ფილტვების ანთების თავიდან ასაცილებლად, მისი ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია.