ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახმეტის რაიონში. ქვემო ალვანიდან ახმეტის მიმართულებით მაღალი სიჩქარით მოძრავი ოპელის მარკის ჯიპის ავტომანქანა მოხრეშილ გზაზე მოსრიალდა და რამდენჯერმე გადაბრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 19 წლის შაკო ოთიურიძე ადგილზე გარდაიცვალა, გიორგი ნეკერაულმა და ირაკლი ხუცურაშვილმა კი სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს.
დაშავებულები ახმეტის რაიონული საავადმყოფოდან თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველო აწარმოებს.