ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საფრანგეთის რესპუბლიკის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი ცხადდება. გამარჯვებულს პრემიას საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გადასცემს.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ პროექტი ქვემოთ მოყვანილი ორი თემიდან ერთ-ერთზე: სიღარიბე, გაღარიბება და ადამიანის უფლებები ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის კონტექსტში; ინფორმაციისა და კომუნიკაციის ახალი ტექნოლოგიები და ადამიანის უფლებები.
ხუთი გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაცია გაიყოფს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გამოყოფილ 75 000 ევროს. ხუთ მომდევნო ლაურეატს გადაეცემა სპეციალური დიპლომი. გამარჯვებულებს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი პარიზში საზეიმო ვითარებაში დააჯილდოებს.