21 აგვისტოს დედამიწის მცხოვრებნი დახარჯავენ სრულ კაპიტალს, რომლებიც მათ განკარგულებაში იყო. საერთაშორისო ორგანიზაცია "გლობალ ფუდპრინტ ნერთვორკის" ინფორმაციით, 22 აგვისტოდან პლანეტის მოსახლეობას შეუძლია საკუთარი თავი ეკოლოგიურად ბანკროტად გამოაცხადოს. ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ 21 აგვისტოს შემდეგ დედამიწის მოსახლეობა მომავლისთის განკუთვნილი რესურსების ხარჯვას დაიწყებს.
ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში სწავლობს ცხოვრების სხვადასხვა სახეობის გავლენას გარემოზე, დედამიწის ბინადართ საშინელ მომავალს უწინასწარმეტყვეებს.
ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა ეფუძნება პლანეტის რეგერენაციიას საკუთარი რესურსის აღდგენის შესაძლებლობას მისი მოხმარებას ერთი წლის განმავლობაში.
ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ყოველი წუთის განმავლობაში კაცობრიობა დაკარგავს 65 საფეხბურთო მოედნის ტოლ ტყის მასივს და მისგან მიღებულ სარგებელს. ხოლო ატმოსფეროს გაღატაკების შედეგად პლანეტაზე ტემპერატურის მატება საგრძნობი გახდება.
იტალიელი მეცნიერის რობერტო ბრამბილის განმარტებით, ადამიანმა უნდა შეამციროს გარემოზე მავნე ზემოქმედება, მიირთვას ნაკლები ხორცი, ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით _ მეტწილად ველოსიპედით და მეტროთი და გამოიყენოს განახლებადი ენერგია.
"გლობალ ფუდპრინტ ნერთვორკის" გათვლებით, დედამიწაზე ყველაზე სასარგებლოდ ჩინელები და ინდუსები ცხოვრობენ, რომლებიც მხოლოდ იმდენ რესურს გამოიყენებენ რამდენიც სჭირდებათ. ანალოგიისთვის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, თუ დედამიწაზე ყველა სახელმწიფო აშშ ანალოგიით იცხოვრებს, მისი სიცოცხლისუნარიანობისათვის დედამიწაზე ოთხჯერ დიდი პლანეტა იქნება საჭირო.
დედამიწის ქვეყნების 80 %-ი იმაზე მეტს მოიხმარს ვიდრე მას საკუთარი ტერიტორიაზე შეუძლია მოიპოვოს.