ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი იწყებს საქველმოქმედო კამპანიას მოქვის სახარების გადასარჩენად.
მოქვის სახარება გადაწერილია 1300 წელს აფხაზეთში დანიელ მოქველი ეპისკოპოსის დაკვეთით. ხელნაწერი გამორჩეულია ფურცლოვან ოქროზე შესრულებული მინიატურებითა და მრავალფეროვანი ორნამენტებით. დროთა განმავლობაში საფარველი საღებავებთან ერთად ჩამოიშალა, ქრება მინიატურებიც. ხელნაწერი საჭიროებს სასწრაფო დიაგნოსტიკასა და რესტავრირებას, რაც სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მოუწოდებს საზოგადოებას აქტიურად ჩაერთოს საქველმოქმედო აქციაში.
აქციაში მონაწილეობისათვის და მოქვის სახარების გადასარჩენათ, "მაგთის", "ჯეოსელისა" და "ბილაინის" აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ: 700 685.
მასალის გამოყენების პირობები