დღეს, 17 აგვისტოს, ლატვიის გარემოს დაცვის მინისტრი რაიმონდს ვეჯონისი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა. როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე ვეჯონისს სამინისტროში შეხვდება.
ვიზიტის მიზანი ბუნებრივი რესურსების მართვაში ევროპული ინვესტიციების მოზიდვა და საქართველოს როგორც ბუნებრივი რესურსების, ისე საკანონმდებლო და მარეგულირებელი საკითხების გაცნობა.
ვიზიტის ფარგლებში ლატვიის დელეგაციის წევრები აჭარის დაცულ ტერიტორიებს: კოლხეთის, მტირალას, კინტრიშის ეროვნული პარკებს დაათვალიერებენ. იგეგმება კონკრეტული ტურების შეთავაზება, რაც სამომავლოდ ლატვიელი ტურისტების მოზიდვას და ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ლატვიის დელეგაცია აჭარის სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და შავი ზღვის წყლის ხარისხის კონტროლის სისტემასაც გაეცნობა.
დელეგაცია საქართველოდან 19 აგვისტოს გაემგზავრება.