კოტე მარჯანიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, პირველად ექნება თავისი თეატრალური მინი-ქალაქი - რომელშიც ჩატარდება ექსპერიმენტები, ასევე ექნება შემოქმედებითი ლაბორატორიები და არტ რეზიდენციები.
იგეგმება, რომ ახალი ქალაქი აშენდება კოჯორის გზაზე, 2019 წლის ოქტომბრის თვეში.
"მინი-ქალაქი აშენდება 6 ათასი კვადრატული მეტრის მიწის მონაკვეთზე. პროექტის ღირებულებაა 5,5 მილიონი ლარი. თეატრალურ ქალაქში მისვლისთვის თავისუფლების მოედნიდან 7 წუთი იქნება საკმარისი. ის ხისგან აშენდება და მოიცავს სამ თეატრს - დიდი დახურული, ღია და მცირე დარბაზებით" - აღნიშნავს კოტე მარჯანიშვილის თეატრის ხელმძღვანელი ეკა მაზმიშვილი.
მის რეზიდენციაში მოხდება უცხოელი მსახიობების მიღება. მასში აქტიურად დაიდგმება სპექტაკლები, მასშტაბური თეატერალური და სხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებები.
უახლოეს მომავალში მარჯანიშვილის თეატრი გამოაცხადებს კონკურსს, თეატრალური ქალაქის ესკიზის შექმნასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ მარჯანიშვილის უკვე არსებული თეატრი კვლავ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს სამომავლოდად სპექტაკლების ჩვენებას.