ირანის ისლამური რესპუბლიკის საქართველოში საელჩოსა და ავიცენას საერთაშორისო საზოგადოებრივი კოლეჯის ორგანიზებით, დღეს, პირველად თბილისში „Ramadan Futsal“ ფარგლებში საფეხბურთო ტურნირი დაიწყება.
„საფეხბურთო ტურნირი დღეს ოფიციალურად 23:00 საათზე გაიხსენება და მასში სულ 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ძირითადად, გუნდები საქართველოში არსებული ირანული კომპანიების წარმომადგენლებისგან შედგება. საფეხბურთო ტურნირი 9 ივნისიდან, 15 ივნისამდე გაგრძელდება. 15 ივნისს დახურვის ცერემონია 14:00 საათზე გაიმართება. ამის პარალელურად, 9-15 ივნისის განმავლობაშ გუნდებისთვის სხვადასხვა სპორტული ტრენინგები ჩატარდება“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
საფეხბურთო ტურნირის გახსნა დღეს, 23:00 საათზე გ. ცაბაძის #2-ში, მუშტაიდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საფეხბურთო მოედანზე გაიმართება. ტურნირის გახსნას, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენელბი დაესწრებიან.